geo-service

როგორ შევიძინოთ

GEO-SERVICE

შოურუმში არსებულ ტექნიკას აქვს 1 ან 2 წლიანი გარანტია, აქედან გამომდინარე  ოფისში უნდა გაფორმდეს საგარანტიო ტალონი, ყიდვის თარიღისა და მყიდველის მონაცემების მითითებით. სწორედ ამიტომ, წინასწარ ნივთის ღირებულების ჩარიცხვა აუცილებელია. (რადგან თავიდან იქნეს არიდებული საგარანტიო ტალონის არასწორ პირზე შევსება, ნივთის დაბრუნება და ა.შ) საკურიერო მომსახურება ყველა ნივთზე ინდივიდუალურია, რადგან დამოკიდებულია მისამართსა და ნივთის წონაზე.         

100 ლარის შენაძენზე (და ზევით) საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით უფასოა. ჩვენი ოპერატორი დაგეხმარებათ შეკვეთის დაზუსტებაში, მთავარია, რომ ბარათის მონაცემების მითითებამდე მყიდველმა სასურველი ნივთის მარაგი გადაამოწმოს ოპერატორთან, რათა თავიდან იქნეს არიდებული თანხის  ჩარიცხვა/დაბრუნება. შეკვეთის დადასტურების  შემთხვევაში   შოურუმში გაფორმდება შეკვეთა, რომლის შემდეგაც გამოიგზავნება თქვენს მიერ საიტზე ყიდვამდე მითითებულ მისამართზე. თქვენ გექნებათ შეკვეთის უნიკალური ID კოდი, რომლითაც შეძლებთ თქვენი შეკვეთის გადამოწმებას. შეკვეთა თბილისის მასშტაბით მოგეწოდებათ 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ამის დაზუსტებას კი შეძლებთ შეკვეთის გაფორმებამდე დაკავშირებულ ოპერატორთან. მოტანამდე 1 საათით ადრე კურიერი დაგიკავშირდებათ და დააზუსტებს, მზად ხართ თუ არა ნივთის მისაღებად.

აირჩიეთ სასურველი ველები.
  • ფოტო
  • კოდი
  • ფასი
  • კალათაში დამატება
  • აღწერა
  • დამატებითი ინფორმაცია
Click outside to hide the compare bar
შედარება